შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 22:50 | 19.04.2021
ნანახია: 521

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა - დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს ის დისტანციურად, ბრიუსელიდან ერთვებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის ახლა ბრიუსელში იმყოფება, თუმცა მისი გული საქართველოშია.

"ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში, რომ შევხვდე ყველა თქვენგანს, რათა განვიხილოთ საკითხი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოსა და ევროპულ საბჭოს ურთიერთობის განსამტკიცებლად," - განაცხადა შარლ მიშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე