მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველო, თბილისი - 22:37 | 19.04.2021
ნანახია: 473

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა. 

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე ხელს არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე