მარკეტა გრეგოროვა "ნაციონალურ მოძრაობას" კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 19:34 | 19.04.2021
ნანახია: 706

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება “ქართულ ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს და ოპოზიციას, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობას” კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

“მე ცნობილი ვარ ჩემი მკაცრი დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობისადმი, რამდენადაც მინდა, რომ საქართველო ახლოს იყოს ევროკავშირთან. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის მზაობისთვის და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, კონსტრუქციული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს (ვითარების) ნორმალიზაციაში”, — წერს გრეგოროვა Twitter-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა.  პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა - განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს. მათ შორის არიან ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება და რესპუბლიკური პარტია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე