დოკუმენტი მისაღებია რესპუბლიკური პარტიისთვის. მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ - ხათუნა სამნიძე

საქართველო, თბილისი - 21:09 | 18.04.2021
ნანახია: 640

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტი პოზიტიური და მათთვის მისაღებია.

"დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულად არის ჩანაწერი როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო - ეს ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხია. ჩანაწერი არის მკაფიო და არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი.

დანარჩენ სამ საკითხზე მანამდეც შეთანხმებული ვიყავით. დოკუმენტი მისაღებია რესპუბლიკური პარტიისთვის. პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ ჩვენი მხრიდან მოეწეროს ხელი. მთავარია ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე