შეთანხმება ან ისევ კინკლაობა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 18:37 | 18.04.2021
ნანახია: 572

შეთანხმება ან ისევ კინკლაობა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ. მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და მე ველი, რომ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა იქნება. როგორ, რანაირად, რა ტექნიკით, ამაზე შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ  და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ, იქ ფართო მანერვის შესაძლებლობა აღარ იქნება. იქნება საბოლოო, გარკვეული დოკუმენტი წარმოდგენილი მედიატორების მხრიდან, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიცის შეხვედრა 19 საათისთვის გადაიდო. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე