იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში - თალაკვაძე
საქართველო, თბილისი - 17:02 | 12.04.2021 ნანახია: 1072
„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით - მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს უფრო მეტად გაიზრდება შემდეგ პერიოდში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც, რასაც ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს და ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიციაც. პარლამენტის გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს პოლიტიკას, არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და მე ვფიქრობ, ეს სიგნალი და ეს მოწოდება უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კრისტიან დანიელსონის მოდერაციით მიმდინარე დიალოგზე დასმულ ყველა საკითხთან მიმართებაში პრინციპული მზადყოფნა ჰქონდა. არჩილ თალაკვაძემ დიალოგის პოზიტიურად დასრულებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს.
"იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ბევრად უფრო დიდი ნაწილი, არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს - ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი გახლავთ მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















