ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ჰყავდა - მიხეილ სააკაშვილი უცნობის "ინტელექტუალურ შეკრებაზე"

საქართველო, თბილისი - 18:05 | 09.04.2021
ნანახია: 604

აი ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად რაც დღეს იხილეთ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ევროპის მოედანზე გამართული "ინტელექტუალური შეკრების შესახებ.

"აი ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები ესენი რომ ვერ დავასრულოთ... ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!" - წერს სააკაშვილი.

თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება გაიმართა. შეკრების ორგანიზატორი იყო მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელმაც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობა „დედა ენის ბაღში“ დაასრულეს. გია გაჩეჩილაძემ დღეს დაფუძნა "ქართველი ხალხის მარადისობის დღე".

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე