სალომე ზურაბიშვილი პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 09.04.2021
ნანახია: 655

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას დედოფალს, სამეფო ოჯახს, დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ხალხს, რომლებმაც დღეს არაჩვეულებრივი მსახური დაკარგეს. ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე