ვაშაძეს სურს, რომ შეთანხმება შედგეს, ამიტომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 14:26 | 09.04.2021
ნანახია: 543

გიორგი ვაშაძე იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

"გიორგი ვაშაძე იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ, ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება და ვინც თვლის, რომ დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის", - თქვა თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე