ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში - ბრიტანეთის საელჩო

საქართველო, თბილისი - 12:22 | 31.03.2021
ნანახია: 650

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმიანება.

ბრიტანეთის საელჩო მიიჩნევს, რომ დიალოგი კვლავ უნდა გაგრძელდეს.

"ვწუხვართ, რომ მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. აუცილებელია პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე