გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 29.03.2021
ნანახია: 614

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს,  - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისივე ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა.

"დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს,"-განაცხადა ადვოკატმა. 

წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე