ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:59 | 29.03.2021 ნანახია: 671
ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან, ნამახვანჰესზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნამახვანჰესზე მუშაობა ქართველი მეცნიერების მიერ, დაახლოებით 40 წლის წინ არის დაწყებული.
„ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მე მინდა გავმიჯნო, ერთი მხრივ, გულწრფელად ჩართული მოქალაქეები ამ პროტესტში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული, ზოგიც უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს, ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. მოგეხსენებათ, რომ ყველაფრის იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაზე და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, საშუალო და მიკრო ჰესების მშენებლობა.
იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს, იმიტომ, რომ ზოგს ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მე, ნამახვანჰესთან დაკავშირებით დავავალე ეკონომიკის, ასევე გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, ადგილზე ჩავიდნენ, ნახეს, შეხვდნენ ყველას, დავიწყეთ საუბარი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე და ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის, გარემოს ზემოქმედების ეფექტი.
„მე მინდა გამოვყო პირველი - უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, მათ შორის ჩვენი ექსპერტების, უცხოელი სპეციალისტების მოწვევით. ასევე, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია, თუ არ არის დამაზიანებელი. ასევე მოგეხსენებათ, რომ რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება, ამ ეტაპზე, 5 მილიონიანი ფონდი. მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე გადახდილი აქვს ამ კომპანიას კომპენსაციებში. ამას გარდა, კომპანია, 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში. დღეს, დამისახელეთ კომპანია, რომელიც პანდემიისა და კრიზისის დროს, ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე ნებით, თუ სურვილით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მგვტ სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას.
ასევე საუბარი იყო რამდენიმე წლით, ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე. ეს არის მიღებული პრაქტიკა ყველგან, მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი და პირიქით, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და მათ შორის, ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესზე საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნდა დასრულდეს ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებული, ხელოვნურად ინსპირირებული ტალღა.
„შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ შვეიცარია არის მაგალითის მომცემი ყველა მიმართულებით. შვეიცარიაში არის დაახლოებით 600 დიდი და საშუალო ჰესი, მათგან 350 არის ისეთი ჰესი, რომელიც წყალსაცავებით არის ნაგები და კაშხლები არის აგებული. შვეიცარიაში, 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს 200 მეტრზე მეტს. ენგურჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს, დაახლოებით, 270 მეტრს. შედარებისთვის, ნამახვანჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს სულ რაღაც 100 მეტრს. აქედან გამომდინარე, ეს ისტერია, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო, დიდი და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო აქციები და ტალღები დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც, მიკრო ჰესებზე. რეალურად, ჩვენ ვისმენთ, ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა დასრულდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რა თქმა უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
მინდა აღვნიშნო იტალია, საფრანგეთი, გერმანია, სადაც მცირე ჰესების რაოდენობა შეადგენს 7 500-ს, იტალიაში 2 500-ს. ასევე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, მე მოვისმინე წუხილი მოსახლეობიდან, რომ ჩვენ ვართ სეისმურად არამდგრად რეგიონში, ძალიან ბევრია მიწისძვრები და ა.შ. იაპონიაში, სადაც არის, თუ არ ვცდები, 300-ზე მეტი აქტიური ვულკანი, აშენებულია 3 000 ჰესი და დღესაც გრძელდება წყალსაცავიანი, კაშხლებიანი ჰიდროელექტროსადგურები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნორვეგია, რომელიც არის გამორჩეული ჰიდრორესურსებით, 93% აქვს ათვისებული. აქვე მან აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში არის უზარმაზარი პოტენციალი ჰიდრორესურსების ათვისების.
„ყველა ის რესურსი, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად ათვისებული.
ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ოქროს შუალედს, ინვესტორებსა და სახელმწიფოსთან ერთად, ამ პროექტებს განვახორციელებთ. უფრო მეტიც, მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში, სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი მნიშვნელობის, ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორც არის ნენსკრა, ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად, სახელმწიფოს მონაწილეობით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
საბოლოო ჯამში, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას, მეტ ენერგოუსაფრთხოებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















