ქართული ოცნებისთვის ოპონენტებთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი არის მორალური ტერორი - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 10:50 | 23.03.2021
ნანახია: 807

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერს, ანა დოლიძეს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მან "პოსტ-ფაქტუმში" გასული ინტერვიუს შემდეგ მიიღო, სადაც სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა მოყვა, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირების თვალთვალს.

"ქართული ოცნება ყალიბდება ისეთ ხელისუფლებად, რომლის ოპონენტებთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი სერიოზული იარაღი, არის მორალური ტერორი, მათ შორის მიყურადებით, ჩაწერით და შესაძლო შანტაჟით. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ყველა აღვუდგეთ, გავაჩეროთ ეს პრაქტიკა მე შემაქვს საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოიძიოს რა ტიპის მიყურადებას ჰქონდა ადგილი, როდის, რა გარემოებაში და რაც მთავარია ვისი დავალებით", - თქვა ანა დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე