გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 19.03.2021
ნანახია: 527

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე წულაიასთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. თავად გოგი წულაია სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა.

წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე