ჩვენი მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელსაც დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში - კახა კუჭავა

საქართველო, თბილისი - 20:12 | 08.03.2021
ნანახია: 422

16 მარტს, ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი ხელცარიელი არ ჩავა, ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ დღის კურიერში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ მინისტრი ბრიუსელში იმ გონივრული შეთავაზებით ჩავა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს.

"ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში,“ - აცხადებს კახა კუჭავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე