დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:26 | 08.03.2021
ნანახია: 535

დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო, აცხადებს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, "დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი".

"დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ.... დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო," - განაცხადა გია ვოლსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე