ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგიდის აყირავების საბაბი ხელისუფლებას არ მივცეთ - თინა ბოკუჩავა
საქართველო, თბილისი - 17:13 | 08.03.2021 ნანახია: 796
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემს.
როგორც ბოკუჩავამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მოლაპარაკებები დასრულდება ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვით.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესიდან ამოვიდეთ, იმიტომ რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესში, რადგან ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება, უბრალოდ, შეუძლებელია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციები შენარჩუნდეს და მაგიდის აყირავების საბაბი ხელისუფლებას არ მივცეთ, რომელიც ეძებს საბაბს, ჩვენ რომ ვატარებდით მშვიდობიან აქციებს, ამას იყენებდნენ საბაბად და იძახდნენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკებები. ახლა ამბობენ, ჩვენ რომ აღშფოთება გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი სადამსჯელო რაზმებს ქმნის მოქალაქეების ძალადობრივად დასჯის მიზნით, ამიტომ გვინდა მოლაპარაკების ჩაშლა.
არა, ბატონებო, ჩვენ არანაირ საბაბს არ მოგცემთ, რომ ეს მოლაპარაკება ჩაშალოთ, რომელიც აუცილებლად დასრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით, ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრით და იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება და მოგვცემს საშუალებას, მარიონეტები არ იყვენენ თანამდებობებზე სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში როგორებიც ახლა არიან," - განაცხადა
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















