ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი სკოლის მასწავლებელზე გათხოვდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 08.03.2021
ნანახია: 1441

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი სკოლის მასწავლებელზე გათხოვდა.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, მაკენზი, რომელიც ბეზოსს 2019 წელს გაშორდა, ცოლად სიეტლის კერძო სკოლის მასავლებელს ჯენ ჯუეტს გაყვა. მაკენზი სკოტი საცხოვრებლად უკვე გადავიდა სიეტლში და ახლა დენთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

განქორწინების შემდეგ მაკენზი სკოტმა Amazon-ის აქციების 4 პროცენტი მიიღო. ამ დროისათვის მისი ქონება 53 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 5 მლრდ დოლარი მაკენზიმ ქველმოქმედებისათვის დახარჯა.

 მსოფლიოში უმდიდრესი ქალის ახალი ქმარი ამბობს, რომ იღბლიანია, რადგან დაქორწინებულია ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ და კეთილ ადამიანზე, ვისაც კი ოდესმე იცნობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე