არასდროს მითქვამს, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი როდის დავაკავებთ - გომელაური

საქართველო, თბილისი - 17:00 | 05.03.2021
ნანახია: 570

ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, ერთი სამი კვირის წინ დავაკავეთ თორმეტი წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

"თორმეტი წელი იყო ძებნაში, ნუ მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები და დავაკავეთ საერთოდ არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, მე ამ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიძახი ამას და არასდროს არ მითქვამს მე, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიძახი მაგას, არ ვიცი როდის დავაკავებთ", - თქვა გომელაურმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე