გარდაბანში აფეთქებას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 01.03.2021
ნანახია: 506

გარდაბანში მომხდარ აფეთქებას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე