ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:16 | 28.02.2021
ნანახია: 523

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თურქულ კომპანია ენკას ორკვირიან ვადას აძლევენ რიონის ხეობის დატოვებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციას და ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ.

მომიტინგეების თქმით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ.

ნამახვანის ჰესების კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში 126 დღეა გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ღამეს კარავში ათევს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება თუ ამთ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, 14 მარტს კვლავ შეიკრიბებიან და აღარ დაიშლებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე