ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:23 | 29.05.2025 ნანახია: 1392
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გაიტაცეს და საქრთველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.
"კიდევ ერთი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პრიდაპრი ივანიშვილსი დაკვეთით მოხდა.
24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღეს თვალებახვეული მატარეს, დამტოვეს ოჯახის და ადვოკატების დალაპარაკებების გარეშე.
შემდეგომ მოტაცებული პრიდაპირ ჩამტენეს "აირზენას" თვითმფრინავში და ყველანაირი წინაპირობის გარეშე, კანონი დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.
საქართველს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით, თუმცა ამ შემთვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს.
მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ტყუილები უთხრეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ჩემს მიმართ ასეთი მოქმედება, თუმცა მინდა გითრხათ, რომ დიდ შეცდომაში შეგიყვანეს და გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის საფუძველზე. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემს მიამრთ სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილს დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანთა უფლების კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა.
მე თქვენ გთხოვთ, ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ რომ მე ამ გამოძების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო.
ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა, დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილისიპატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ!", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















