ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 20:32 | 26.02.2021
ნანახია: 736

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდა.

თავდასხმაში​ მონაწილე ვ​აჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ბრალს არ აღიარებენ.

შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე