თანხის გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის მიმართოს სასამართლოს მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე

საქართველო, თბილისი - 18:22 | 25.02.2021
ნანახია: 667

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტმა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

"ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არასდროს ყოფილა თვითმიზანი, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე,"-აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე