"სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 18:51 | 23.02.2021
ნანახია: 571

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა. ის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც პარლამენტის შესასვლელთან იდგა და ეზოში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს "სამარცხვინო მონებს" ეძახდა.

რუხაძე ამბობს, რომ პოლიციამ პროცესზე მისი პატიმრობა მოითხოვა, "განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევაო". მისივე თქმით, დაკავების ოქმში ჩაიწერა: "ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეძახა მონა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე