პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 22:45 | 21.02.2021
ნანახია: 623

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. ორი სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, სამი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო.

აქტივისტები დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს. პოლიციელებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე