ყვარელში 73 წლის ქალს სცემეს და დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 20:00 | 21.02.2021
ნანახია: 571

ყაჩაღობა ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში - 20 წლამდე ახალგაზრდა ცივი იარაღით შეიარაღებული სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. დამყაჩაღებელმა მაღაზიიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავემ უკვე დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე