რუსთავში 23 წლის კაცი შენობის დემონტაჟის დროს დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:57 | 21.02.2021
ნანახია: 584

რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა.

უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე