დააკავეს 30 წლის მამაკაცი, რომელმაც 10 წლის გოგონაზე სქესობრივად იძალადა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 21.02.2021
ნანახია: 567

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში დააკავეს 1990 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი გააუპატიურა.

ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და დანით სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

შსს-ის ცნობით, გ.ი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე