პარლამენტის წინ, აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:08 | 19.02.2021
ნანახია: 572

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, რისი საშუალებაც აქტივისტებს პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები ახლაც არიან მობილიზებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე