პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 19.02.2021
ნანახია: 515

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ხმაურის ფონზე გრძელდება. ვითარება მას შემდეგ ისევ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შემდეგ, პარლამენტის წინ კარვის გაშლა დააპირა. ამის უფლება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე