მოსამართლე ჩახნაშვილმა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 21:51 | 17.02.2021
ნანახია: 548

მოსამართლემ თავი არ აიცილა და ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა.

ნინო ჩახნაშვილს დიტო საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე შესვენების შემდგ მიმართეს და მოსთხოვეს, საქმე აეცილებინა, რადგან მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩახნაშვილის დამოუკიდებლობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლის არათუ გადაწყვეტილება იყო წინასწარ ცნობილი, არამედ მისი აღსრულებაც იყო დაწყებული, რაზეც ენმ-ს ოფისთან სპეცრაზმისა და პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია მეტყველებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე