ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 22:33 | 15.02.2021
ნანახია: 530

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე