"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 20:54 | 13.02.2021
ნანახია: 584

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები შენობიდან გამოსულ უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით - "მონა" დახვდნენ.

ადგილზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ერთი ადამიანი, აქციის მონაწილეთა თქმით, ამის მიზეზი კახა კალაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები შეხვედრას მართავდნენ. მისი დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე