ქუთაისის მერიასთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

საქართველო, თბილისი - 20:13 | 12.02.2021
ნანახია: 607

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისის მერიასთან - ერთმანეთს სამოქალაქო აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააპატიმრა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 საათამდე აძლევენ დროს მათი თანამებრძლების გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომენდანტის საათის დემონსტრაციულ დარღვევასა და აქციებს აანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის მერიასთან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან სურდათ შეხვედრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე