პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას პატიმრობის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს
საქართველო, თბილისი - 16:44 | 12.02.2021 ნანახია: 648
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და მოუწოდა პარლამენტში შეჭრისკენ, თუ მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ვინაიდან, ულტიმატუმი არ შესრულდა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ შენობის დასაცავად განლაგებულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა, დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოს და კერძო პირთა კუთვნილი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.
2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები.
აღნიშნულის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
როგორც აღინიშნა, 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა.
მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა.
აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობით შეცვლის თაობაზე", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიტიკა
- ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - ჯო უილსონი
- საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის ვიმუშავებთ - რუსი დიპლომატი
- თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, რომ ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ - გრიგორი კარასინი
- იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება