თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 12.02.2021
ნანახია: 619

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: ფორმულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე