ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 20:55 | 10.02.2021
ნანახია: 649

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შსს-შიც დაუდასტურეს. ცხედარი გუშინ, 9 თებერვალს აღმოაჩინეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

არასრულწლოვნის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა. მათი ცნობით, მოზარდი 14 წლის იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე