საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 16:7 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 07.02.2021
ნანახია: 1042

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 16:7 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს და რაგბი ევროპის თასს დაეუფლნენ

 მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს მაყურებლის გარეშე გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე