ბათუმში დაუმორჩილებლობის აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:21 | 07.02.2021
ნანახია: 675

დაუმორჩილებლობის აქციაზე ბათუმში 11 ადამიანი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.

დაუმორჩილებლობის მარში ბათუმში, გმირთა ხეივანში მოეწყო - აქციის მონაწილეები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და დემონსტრაციით კომენდანტის საათს ეწინააღმდეგებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე