ფოთში 43 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 04.02.2021
ნანახია: 549

ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, 43 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან გაუხსნეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მიღებული ჭრილობების გამო, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარი, სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.

დამატებითი დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე