თბილისში შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

საქართველო, თბილისი - 13:26 | 03.02.2021
ნანახია: 579

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტ სპარის დაყაჩაღება სცადეს. დღეს, გამთენიისას, მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

პოლიციამ ორივე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება ჩიტაიას 7 ნომრიდან, რომ მაღაზია სპარში შესული იყო ორი შეიარაღებული პირი. ადგილზე ოპერატიულად მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ეს ორი პიროვნება იქნა დაკავებული", - განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლაშა ჯოხაძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე