კარტოგრაფებს გირაოს ნაცვლად პოლიტიკოსები თავდებში უდგებიან

საქართველო, თბილისი - 16:00 | 28.01.2021
ნანახია: 560

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პოლიტიკოსები გირაოს თანხის ნაცვლად თავდებში უდგებიან.

სასამართლოს თავდებში ჩადგომას სთავაზობენ ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, საბა ბუაძე და ნინო გოგუაძე, ასევე, ბათუ ქუთელია. ამ მოთხოვნით სასამართლოს ადვოკატებმა მიმართეს.

ბრალდების მხარე ორივესთვის 30-30 ათას ლარიან გირაოს ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატები კარტოგრაფების გირაოს გარეშე გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე