შილდაში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 28.01.2021
ნანახია: 587

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას არასრუწლოვანი ემსხვერპლა. ინციდენტის დროს ის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე