დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 27.01.2021
ნანახია: 472

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", აცხადებს მიტროპოლიტი.

მამა თადეოზმა ქადაგებისას თქვა, რომ პარაზიტობას, "შტერად ყოფნას" და "ვირად გაზრდას" ჯობია ბავშვი პატარაობაშივე მოკვდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე