ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრისთვის აქტივისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:45 | 24.01.2021
ნანახია: 615

ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი დააკავეს.

პოლიციამ აქტივისტი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დააკავა, რაც დევნას გულისხმობს.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაგავი დააყარეს.

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე