თელავში 28 წლის ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:18 | 22.01.2021
ნანახია: 682

ტრაგედია კახეთში - თელავში გვიან ღამით 28 წლის ქალი მოკლეს, დაჭრილია 32 წლის მამაკაციც. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, დაკავებულია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე