სოფელ ნატანებში 55 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:44 | 21.01.2021
ნანახია: 624

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე