გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 22:37 | 20.01.2021
ნანახია: 345

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

"ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე