ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:40 | 25.03.2026
ნანახია: 47

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანში აღარ არიან ლიდერები, ვისთანაც მოლაპარაკებაა შესაძლებელი, თუმცა ამის მიუხედავად, ვაშინგტონი ქვეყანაში „სწორ ადამიანებს“ ესაუბრება, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ.

ამერიკის პრეზიდენტმა ირანში ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედროების წარმატებები ჩამოთვალა.

მისი თქმით, თეირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, აღარ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები, აღარ აქვს რადარები და აღარც ლიდერები არიან, ამიტომ ვაშინგტონს არავინ ჰყავს მოსალაპარაკებლად.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „სწორ ადამიანებთან“ საუბრობს, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ.

„ლიდერები აღარ დარჩნენ. არავინ იცის, ვის ელაპარაკოს. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში სწორ ადამიანებს ვესაუბრებით და მათ ნამდვილად სურთ გარიგების დადება. წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად სურთ გარიგების დადება. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ,“ - განაცხადა ტრამპმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე